შეიარაღების მწარმოებელი გერმანული კონცერნი Rheinmetall უკრაინის ტერიტორიაზე ჯავშატექნიკის საწარმოს მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის, – იუწყება CNN კონცერნის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, საწარმო დასავლეთ უკრაინაში განთავსდება.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 400 ტანკის გამოშვება იქნება შესაძლებელი.
ტანკების გარდა, Fuch-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოებაც იგეგმება.
როგორც CNN იტყობინება, სავარაუდოა, რომ საწარმო უკრაინის შეიარაღების მწარმოებელ სახელმწიფო კომპანია Укроборонпром-თან პარტნიორობით აშენდება.