ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. რაკეტები წყალქვეშა გემიდან გაუშვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საგამოცდო გაშვება სამხრეთ კორეისა და შეერთებულ შტატების ერთობლივი წვრთნის დაწყებას დაამთხვიეს. სარაკეტო გამოცდას ჩრდილოეთი კორეა 11-დღიანი სამხედრო წვრთნის ფარგლებში ატარებს.