ჩრდილოეთ კორეამ, დედაქალაქ ფხენიანიდან, აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით, ზღვისკენ, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთაშორისო მედია ხაზს უსვამს სამხრეთ კორეაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომლის პარალელურადაც მოხდა რაკეტების გაშვება - სწორედ დღეს დაიწყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის საკითხი უნდა განიხილონ.
"ჩვენმა სამხედროებმა გააძლიერეს კონტროლი და მეთვალყურეობა [რაკეტების] შემდგომი გაშვებისთვის მოსამზადებლად", - ნათქვამია გაერთიანებული შტაბების უფროსების განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დეტალურად უზიარებენ ინფორმაციას შეერთებულ შტატებსა და იაპონიას.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტები უკვე ჩამოვარდა.
თარგმანი: პირველი არხი








