ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის პრესა ავრცელებს.
ხუთშაბათს, 13 აპრილს, ადგილობრივი დროით ~07:55 საათზე (თბილისის დროით 02:55 საათზე), ჩრდილოეთ კორეამ თავის აღმოსავლეთი საზღვრიდან იაპონიის ზღვისკენ, კუნძულ ჰოკაიდოს მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
japantimes-ის ცნობით, ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, 07:55 საათზე, ადრეული გაფრთხილების სისტემა J-Alert გააქტიურდა და მთავრობამ ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჰოკაიდოს პრეფექტურის მცხოვრებთ სასწრაფო ევაკუაციისკენ (მიწისქვეშა თავშესაფარში ან შენობაში შესვლისკენ - „აიპრესი") მოუწოდა.
08:19 საათზე სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაკეტა იაპონიის ზღვაში დაეშვა.
საინფორმაციო სააგენტოთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა ზღვაში დაეშვა ისე, რომ იაპონიის ეკონომიკური ზონამდე არ მიუღწევია.