ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა The Telegraph–თან განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება რისკი, თავდასხმები განახორციელონ იმგვარმა დიქტატორულმა რეჟიმებმა, როგორიცაა ჩინეთი.
მისი თქმით, „რეჟიმები, რომლებსაც არ სჯერათ დემოკრატიის, აკვირდებიან“ უკრაინის ომს და შესაძლოა, დაიწყონ თავდასხმა დასავლეთის სახელმწიფოებზე, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ „ამოწურულია უსაფრთხოების ზღვარი“.
ამ კვირაში ვაშინგტონში მოგზაურობისას, სადაც ის შეხვდა თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, შაპსმა თქვა, რომ დასავლეთს სჭირდება "ძალიან მკაფიოდ გააცნობიეროს, რომ ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა" და არ ეხება მხოლოდ უკრაინას.
„ყველა უყურებს - ირანელები უყურებენ. ნუთუ ჩვენ უბრალოდ ძალა გამოგვეცლება, მოთმინება გვეწურება და განზე გავდგებით? ჩინეთი უყურებს ინდო-წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთ კორეა უყურებს... ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და, რა თქმა უნდა, დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წარმატებული იყოს საკუთარ ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.