ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, ბახმუტზე რუსეთის ძალების შეტევა სუსტდება, თუმცა ქალაქის დამცველებისთვის ვითარება კვლავ რთული რჩება. ამის შესახებ საუბარია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებულ ანგარიშში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის ძალებმა დაიწყეს ლოკალური კონტრშეტევები დასავლეთ ბახმუტში, რათა შეინარჩუნონ მტრის ზეწოლა H-32-ის მაგისტრალზე, რომელიც მომარაგებისთვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.
„ბრძოლა გრძელდება ქალაქის ცენტრის გარშემო, უკრაინელი დამცველები რჩებიან ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ ჩრდილოეთით და სამხრეთით. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ქალაქზე რუსეთის შეტევამ დროში შეზღუდული იმპულსი დაკარგოს, რომელიც ამ დრომდე ჰქონდა - ნაწილობრივ იმის გამოც რომ ზოგიერთ რუსულ ქვედანაყოფს ფრონტის სხვა მონაკვეთზე გადაისვრიან“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მანამდე ბრიტანეთის დაზვერვაში, ამბობდნენ, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთს დაიწყებენ მსჯავრდადებული „ვაგნერელების“ გაშვებას, რომლებმაც ომი გამოიარეს და გადარჩნენ, რუსული საზოგადოებისათვის კი მათი დაბრუნება, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს.