ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს.
"ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე", - წერს ბორელი.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.