ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესმა გადაწყვიტა დროებითი ბიუჯეტიდან კიევისთვის დახმარება არ გამოყოს.
„ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ და გავზრდით ამ მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მედიის ცნობით, ბორელი კიევში ვიზიტისას შეხვდა უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს რუსტემ უმეროვს და ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელება განიხილა.
„უკრაინელები იბრძვიან გაბედულად და იმ შესაძლებლობებით, რაც მათ აქვთ. ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ უფრო წარმატებული, ამიტომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი იარაღი და უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბორელმა.