ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა გაუქმდეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს
როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერმინისტრმა ჰამასს მძევლების დაბრუნებისთვის შაბათ დღის 12:00 საათამდე მისცა ვადა.
"სამხედროები დაუბრუნდებიან ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს იქამდე, სანამ ჰამასი საბოლოოდ არ დამარცხდება". – ციტირებს გამოცემა ნეთანიაჰუს სიტყვებს.
10 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე უნდა გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰამას-ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების წინადადებით გამოვა და "ჯოჯოხეთი დაიწყება".