ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტში განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლებას ისრაელის განადგურება "ეტაპობრივად" სურს. ამის შესახებ ებრაული მედია დახურულ შეხვედრაზე მყოფ პირზე დაყრდნობით წერს.
"ჰამასსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჰამასსჩვენი განადგურება აქ და ახლა სურს, ხოლო პალესტინის ხელისუფლებას - ეტაპობრივად," - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუმ არაერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლებას ჰამასთან ომის დასრულების შემდეგ, ღაზას მმართველობაში არ განიხილავს, რადგან ის არაპირდაპირ მხარს უჭერს ტერორიზმს, ტერორისტებისა და მათი ოჯახებისთვის სტიპენდიების გადახდის გზით და განათლების სისტემაში ისრაელის მიმართ ზიზღის ქადაგებით.
ბაიდენის ადმინისტრაცია კი, პირიქით, ომის შემდგომი ღაზას მართვაში პალესტინის ხელისუფლების ცენტრალურ როლს ხედავს.