ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გაანადგურებს „ბარბაროსულ-ტერორისტულ“ ორგანიზაცია „ჰამასს“. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის ბრძოლა ჩვენი სახლისთვის“, - ამბობს ნეთანიაჰუ და ამბობს, რომ ის უნდა დასრულდეს „ჰამასის“ (ისლამური სახელმწიფოს) განადგურებითა და ლიკვიდაციით.
ნეთანიაჰუს თქმით, ებრაელმა ხალხმა გაუძლო ბნელ გამოწვევებს, „ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი. მაგრამ ჩვენ არასდროს დავთმობთ.
ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ" პრემიერი ამბობს, რომ ძნელი იქნება იპოვოთ ადამიანი, ვინც არ იცნობს ადამიანებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს "ჰამასის" შაბათის ტერორისტული თავდასხმის შედეგად. წერს გამოცემაtimesofisrael.com