Axios-ის ჟურნალისტის, ბარაკ რავიდი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან მასშტაბური ომის დაწყებამდე შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს ქვეყნის მოსახლეობას წარმოუდგენია.
წყაროს თქმით, 90%-იანი ალბათობით, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში დაიწყება.
"ბოსი ამით უკვე იღლება. მისი გარემოცვის ზოგიერთი წევრი მას ირანთან ომის დაწყებისგან აფრთხილებს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 90 -პროცენტიანი შანსია, რომ უახლოეს კვირებში აქტიურ საომარ მოქმედებებს ვიხილავთ", - თქვა წყარომ.
ამავდროულად, ისრაელის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელის მთავრობა თეირანში რეჟიმის შეცვლას ისახავს მიზნად და უკვე სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.
აღნიშნულია, რომ ომს უდიდესი გავლენა ექნება მთელ რეგიონზე და სერიოზული შედეგები მოჰყვება ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ვადისთვის.
17 თებერვალს აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს. საუბრის შემდეგ ორივე მხარემ აღნიშნა, რომ პროცესმა "პროგრესი აჩვენა", თუმცა დაძაბულობა არ განმუხტულა.








