აშშ-ის ხელისუფლება ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს, ამიტომ წინააღმდეგი არ არის, კიევმა ნახევარკუნძულის წინააღმდეგ დარტყმებისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროსიმას “დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მტკიცე გარანტია მიიღეს, რომ უკრაინა F-16 ტიპის გამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს.
"ზელენსკიმ მტკიცე დაპირება მომცა, რომ არ გამოიყენებენ მათ (F-16 ტიპის გამანადგურებლებს) რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. მაგრამ უკრაინის ფარგლებში, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ რუსული ჯარები, მათ ამის გაკეთება (F-16-ის გამოყენება) შეუძლიათ", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.