ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელში დროებით საელჩო დახურა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

მარკო რუბიოს უწყების ცნობით, იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისამდე არ იფუნქციონირებს. დროებით დაიხურება ამერიკის საკონსულოც თელ-ავივში.

"უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციისა და ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ განკარგულება გასცა, რომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.