ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს, - იუწყება The Hill.
„ამჟამად, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას რუსეთის მიერ მოწოდებულ ბირთვულ საწვავზე ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება წარმოადგენს“, - განაცხადა კონგრესმენმა ქეითი როჯერსმა.
რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ჯერ აშშ-ის სენატის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობას მოითხოვს და იგი ძალაში 90 დღის შემდეგ შევა.