აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დასრულდა 23-დღიანი გაურკვევლობა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ახლახან დასრულებული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონი იქნება. მის არჩევას მხარი 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა
მაიკ ჯონსონი - რესპუბლიკელი კონგრესმენი ლუიზიანის შტატიდან - დონალდ ტრამპის მოკავშირედ ითვლება. ის მხარს უჭერს ტრამპის ბრალდებას და მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო.
51 წლის მაიკ ჯონსონი პროისრაელელია; მას ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ აქვს ხმა მიცემული; მომხრეა მექსკის საზღვარზე მკაცრი კონტროლის დაწესების; ხმა აქვს მიცემული ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიის და ვისკონსინის შტატებში არჩევნების შედეგების გაუქმებაზე