აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, აშშ-ში, "მაკდონალდსის" ბურგერებით ადამიანები დაავადდნენ.

"ნაწლავის ჩხირი - კოლი-ბაქტერია, რომელსაც შეუძლია კუჭის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, "მაკდონალდსის" Quarter Pounder ტიპის სენდვიჩებში აღმოაჩინეს. ამ დროისთვის, 10 შტატში დაავადების 49 შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი  გარდაიცვალა. სწრაფი კვების რესტორანი გამომძიებლებთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, თუ რომელმა ინგრედიენტებმა გამოიწვია დაავადება.

"მაკდონალდსმა" უკვე შეწყვიტა დაფქული ახალი ხახვისა და ძროხის ხორცისგან დამზადებული ღვეზელების გაყიდვა რამდენიმე შტატში," - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა.

აღნიშნული ინციდენტების შემდეგ, "მაკდონალდსის" აქციების ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 9%-ით დაეცა.

გამომძიებლების თქმით, დაავადების პირველი შემთხვევა 27 სექტემბერს დაფიქსირდა. დაავადებულთა ასაკი 13-დან 88 წლამდე იყო. საავადმყოფოში გადაყვანილი 10 ადამიანიდან ერთ-ერთ მათგანს განუვითარდა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სერიოზული მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.