სენატორებმა კენჭი უყარეს და ხმების აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს სამთავრობო კანონპროექტის მე-7 მუხლი, რომელიც საპენსიო ასაკის 64 წლამდე ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს.
ეროვნულ ასამბლეაში La France insoumise-ის ობსტრუქციული სტრატეგიის საპირისპიროდ სენატმა მემარჯვენეების მიერ თავსმოხვეული ლაკონიური დებატების წყალობით არ დაუშვა საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადება და და გუშინ საღამოს უყარა კენჭის მთავრობის საპენსიო რეფორმის საკვანძო მე-7 მუხლს.
კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ 345 სენატორიდან საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე ეტაპობრივად გაზრდას მხარი დაუჭირა 201 და წინააღმდეგი იყო 115 სენატორი.
„მე მოხარული ვარ, რომ დებატებმა შესაძლებელი გახადა ამ კენჭისყრამდე მისვლა", - დაწერა ტვიტერზე ყოფილმა შრომის მინისტრმა, ამჟამად კი პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეთ ბორნმა.
სწრაფად დებატების დამთავრება და კენჭისყრა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სენატის მემარჯვენე უმრავლესობამ ამ მუხლისთვის გაწერა რეგლამენტი, რომლის შედეგადაც დებატების ხანგრძლივობა შეკვეცა.
რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ საპენსიო ასაკის გაზრდას. სრულფასოვანი პენსიის მისაღებად საჭირო გადახდის წლების რაოდენობა ასევე უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს.
საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ ადამიანებმა მეტი დრო იმუშაონ საპენსიო ფონდზე დაწოლის შესამსუბუქებლად ტვირთის შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, მინიმალური პენსია სრული საპენსიო შენატანების პერიოდისთვის უნდა გაიზარდოს 1200 ევრომდე და უნდა წახალისდეს ხანდაზმული ადამიანების მუშაობა.
საფრანგეთში ამჟამინდელი საპენსიო ასაკი 62 წელია. თუმცა, პენსიაზე გასვლა საშუალოდ უფრო გვიან იწყება. ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საკმარის შენატანი, აგრძელებენ მუშაობას მანამ, სანამ არ იღებენ სრული პენსიის დანიშვნის უფლებას. საპენსიო შენატანების პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად პენსიას სრულად, ყოველგვარი დაკავებების გარეშე იღებენ პენსიონერები 67 წლის ასაკიდან. მთავრობას ამ სქემის შენარჩუნება სურს.