რუსული კომპანია VK აცხადებს, რომ Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating და VK Messenger.

"VK არასდროს ყოფილა სანქციების ქვეშ და არც შეტანილა სანქციების სიაში, რასაც მრავალი საერთაშორისო და ამერიკული იურიდიული დასკვნა ადასტურებს. ოფიციალური იურიდიული დასკვნები და ყველა საჭირო ინფორმაცია დიდი ხანია Apple-ს ხელთ აქვს. მიუხედავად ამისა, Apple-მა ცალმხრივად წაშალა VK-ს აპლიკაციები გაფრთხილების გარეშე. ამით Apple ზღუდავს რუსი მომხმარებლების წვდომას პოპულარულ სერვისებზე," - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული სამთავრობო მედია ТАСС წერს, რომ კომპანიის მთავარი სოციალური ქსელი VK კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა App Store-იდან წაშლილია ყველა სხვა აპლიკაცია.