ანკარაში სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციაზე სტუდენტები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებდნენ.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავა, რადაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.