უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის იარაღის ნაკლებობის, NATO-ში წევრობის არმიწვევისა და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების არარსებობის  გამო. ამის შესახებ ერმაკმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის, მან უპასუხა, რომ ჯერ არა.

ერმაკის თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა ძლიერი უნდა იყოს და შემდეგ შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან თანაბარ პირობებში საუბარს.

"დღეისათვის ჯერ არა. ჩვენ არ გვყოფნის იარაღი, გვაკლია ის სტატუსი, რაზედაც ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ NATO-ში მიწვევაზე და მკაფიო გარანტიებზე, რითაც უზრუნველყოფლი და დამაჯერებელნი ვიქნებით, რომ პუტინი ორ-სამ წელიწადში არ დაბრუნდება", - თქვა ერმაკმა.