უკრაინა აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“ – აღნიშნა უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანმა შტაბის სხდომაზე.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შტაბის სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სირსკის მოხსენება ფრონტზე თავდაცვით მოქმედებებთან და კურსკის რეგიონში ოპერაციასთან დაკავშირებით.

ზელენსკიმ დაამატა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაევალათ ჰუმანიტარული გეგმის მომზადება იმ ტერიტორიისთვის, სადაც ოპერაცია მიმდინარეობს.

თარგმანი: პირველი არხი