ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ საკითხზე უშუალო მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ იქნება, ვიდრე მაქსიმალური ზეწოლა ამ გზით გამოიყენება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თეირანი ბირთვულ საკითხებზე მოქმედებების კოორდინაციას რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობით განახორციელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანს სურს მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ირანი მოწოდებული არიან, იპოვონ გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც განვითარდა ირანის ბირთვული შეთანხმების გარშემო.

სერგეი ლავროვის თქმით, არსებობს დიპლომატიის რესურსი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება და აუცილებელია მისი გამოყენება რაც შეიძლება ეფექტურად.

სერგეი ლავროვის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ რთული სიტუაცია არა ირანმა, არამედ დასავლეთმა შექმნა.

თარგმანი: პირველი არხი