8 მარტს უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი და აშშ–ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვედრას გამართავენ.
როგორც Reuters იუწყება, შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.
ორბანს, რომელსაც ევროკავშირთან ხშირი დაპირისპირება აქვს თავისი ანტისაემიგრაციო კამპანიების და სასამართლო სისტემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გამაძლიერებელი ნაბიჯების გამო, ტრამპი "დიდ ლიდერს" უწოდებს.