78 წლის ასაკში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა.
ბულგარეთის საპატრიარქოს ცნობით, მისი უწმინდესობა, ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გარდაიცვალა.
ნეოფიტე პატრიარქის ტახტზე 2013 წელს ავიდა. მან შეცვალა პატრიარქი მაქსიმე, რომელიც ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 1971-დან 2012 წლამდე ედგა სათავეში.