ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავალიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო ტროტუარი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ასევე, გაფართოვდა გზის რამდენიმე მონაკვეთი და მოწესრიგდა საპარკინგე სივრცე. საერთო ჯამში, საუბარია, დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობის გზაზე. საგზაო პროექტი, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ლუკრიმ" აწარმოვა.
გარდა ამისა, საგზაო პროექტი ნინო რამიშვილის N33-ში მიმდინარეობს. ეზოში მოეწყო გზის ახალი საფუძველი და იგება ასფალტი. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.