ვაკის რაიონის გამგეობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება. კამპანიის ფარგლებში, გამგეობაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ვაკის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა თბილისის მერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძემ ჩაატარა. საუბარი ეხებოდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობას და თვითმმართველობის როლს ამ საკითხში.
შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველოსა" და კავკასიის ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" წევრები, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის დაწესებულების უფროსი ინდირა რობაქიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი.
საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ თბილისის მერია 2018 წლიდან შეუერთდა.