„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II და IV კვარტლებში ლიფტები გამოიცვალა. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაო II კვარტლის N25 კორპუსსა და IV კვარტლის N3ა კორპუსში ჩატარდა.
სულ მიმდინარე წელს 84 ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა. მათ შორის, 19 მისამართზე ე.წ. „კარაჩაროვის“ ტიპის მოძველებული კონსტრუქცია თანამედროვე, სრულიად ახალი ლიფტით ჩანაცვლდა; 59 მისამართზე - სტანდარტული ლიფტი, ხოლო 6-ზე - სატვირთო ლიფტი გამოიცვალა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.