კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამჯერად, წყნეთში, ამილახვრის N19-ში არსებული სკვერის განახლება იწყება.
სამუშაოების ფარგლებში, 1000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასავენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება.
სივრცის განახლების საპროექტო დოკუმენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად გააცნო.




