თითქმის ერთი წელია, რაც სილქნეტი National Geographic საქართველოს რედაქციასთან ერთად, ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების აუდიო ვერსიებს ქმნის, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ.
მარტის თვეში პოდკასტების სერიას ჟურნალისტისა და მწერლის ეკა ქევანიშვილის საავტორო სტატია „შიშის ხელოვნება“ დაემატა, რომელსაც მსახიობი ნინო კასრაძე კითხულობს. მასალა აღწერს საბჭოთა ტერორის იმ სიმძიმეს, რომელსაც მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები შეეწირნენ. ტოტალური შიში ადამიანებს აიძულებდა რეპრესირებულების სახეებიც კი ამოეშალათ ფოტოებიდან. ავტორი მრავალი წელია მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
2012 წლიდან, სილქნეტის მხარდაჭერით, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე გამოიცემა. კომპანია რედაქციასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და აქტივობას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ტარდება ლექციები, საავტორო მასალებზე მზადდება პოდკასტები. ყველა ამ ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია უფასოდ, როგორც სილქნეტის პლატფორმებზე SilkTV და SilkGo, ისე National Geographic საქართველოს საიტზე.