5 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“ .
ღონისძიებას გახსნის ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე თავისუფალი თემით „პაციენტი, ექიმი, თავისუფლება“ და მოსულ სტუმრებთან ერთად ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ფილოსოფიური კუთხით განიხილავს, რაც მკურნალობის ეფექტურობის მიმართულებით დიდ როლს ასრულებს. „თავისუფლების უმაღლესი წერტილი არის ის, როდესაც მე უარს ვამბობ თავისუფლებაზე“. ეს იქნება ერთგვარი მსოფლმხედველობა, რომელიც საზოგადოებისთვის ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც.
კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი დაიწყება 20:00 საათზე. სპეციალურად მოწვეული პროფესორი სტივენ ჰაუზერი დისტანციურ რეჟიმში ისაუბრებს თემაზე“ გაფანტული სკლეროზი - სად ვართ დღეს“. მნიშვნელოვანია, რომ ექიმი ჰაუზერის ავტორობით ჩატარებულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო საფუძველი შექმნა და გააღრმავა ცოდნა გაფანტული სკლეროზის გენეტიკური საფუძვლების, იმუნური მექანიზმებისა და მკურნალობის მიმართულებით. მისი ნაშრომების საფუძველზე შექმნა გაფანტული სკლეროზის B უჯრედული თერაპია, რამაც განაპირობა ახალი ეფექტური თერაპიული მიდგომების შემუშავება დაავადების მკურნალობის მიმართულებით.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან ექიმი ნევროლოგები.
დასასრულს გაიმართება დისკუსია ქართველ და უცხოელ ექსპერტ-ნევროლოგებს შორის.
სტივენ ჰაუზერი - რობერტ ა. ფიშმანის სახელობისსაპატიო პროფესორი, სან-ფრანცისკოს
კალიფორნიის უნივერსიტეტის ნევროლოგიისპროფესორი, და ამავე უნივერსიტეტის უეილისსახელობის ნეირომეცნიერებების ინსტიტუტისდირექტორი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ დასაბაზისო ნეირომეცნიერებებს ნევროლოგიურიდაავადებების საფუძვლიანი და სწრაფი შესწავლისმიზნით.
ექიმი ჰაუზერი არის მედიცინის ეროვნულიაკადემიის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერებისაკადემიის და ამერიკის ექიმთა აკადემიის წევრი. სხვა მრავალრიცხოვან მიღწევებთან ერთად, პროფესროს ჰაუზერს მიღებული აქვს ჯეიკობჯავიცის ნეირომეცნიერების მკვლევართა ჯილდო, ჯონ დისტელის პრიზი და შარკოს სახელობისჯილდო გაფანტული სკლეროზის კვლევაშიმიღწეული წარმატებისთვის, და ტაუბმანის პრიზი2017 წელს ტრანსლაციური მედიცინისმიმართულებით მიღწევებისთვის.