ვაკის რაიონის გამგეობის ინფასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ში N21 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია სრულდება. 

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელეს. სკვერი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ განახლდა გზის საფარი. შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.