ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.
დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის ტერიტორია დაიყო ზონებად, განახლდა სპორტული მოედანი, გაკეთდა საბავშვო მოედანი, დასასვენებელი პავილიონი და დამონტაჟდა საპარკო ავეჯი. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონები. პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.