ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბრის დეტალების შესახებ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
"პრემიერმა ისიც თქვა შეხვედრაზე, როგორ ვითარდებოდა უკრაინის ომი და ისიც თქვა ახსნა განმარტებით, რა მოთხოვნები ჰქონდა კონკრეტულ პიროვნებას,თუ რა მოთხოვნა ჰქონდა ერთ-ერთ ელჩს, რომელიც მობრძანდა მთავრობის წევრებთან, პრემიერთან, იმ პერიოდში იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მათ შორის შეხვედრას ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ხდება შემდგომი რამ - პირდაპირ იყო საუბარი, ეს ადამიანი ითხოვდა, თურმე, აი, უკრაინის ომი დაიწყო და აუცილებელია თქვენმა ქვეყანამაც და თქვენც გადადგათ რადიკალური ნაბიჯები. ლაპარაკია იმაზე, რომ მოდით, თქვენ დაიწყეთ აქტიური მოქმედებები თქვენი ქვეყნის გამთლიანების ნაწილში, შედით და დაიწყეთ ომი.
ომი დაიწყეთ, რომ აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. წარმოიდგინეთ, პარალელურად მიდის ომი უკრაინაში და ჩვენ გვთხოვენ ჩაერთეთ ამ პროცესებში, და თქვენი მხრიდან შეუტიეთ. რომ დაიბრუნოთ თქვენი დაკარგული ტერიტორიები. რა თქმა უნდა განცვიფრება და აღშფოთება იყო ჩვენი მთავრობის მხრიდან. არ ელოდებოდნენ ასეთ მოთხოვნას.
ეს იყო ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი. დამერწმუნებით, მსგავსი რამე რომ ქვეყანას მოსთხოვო... არ ვიცი, ყველა ჩარჩოს სცდება. შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლება დადგა სწორ პოზიციაზე და დაუსვეს კითხვა: გავიგეთ რასაც ითხოვთ. ეს არის წარმოუდგენელი, რასაც ითხოვთ და კითხვა იყო ასეთი. რას ვშვრებით ჩვენ თუ ამ ნაბიჯს ვდგამთ, რა ვითარება ხდება და რა არის ამ ყველაფრიდან შედეგი?
ნახეთ პასუხად რა მიიღეს. რამდენიმე დღე თქვენ გაუმკლავდებით ომს, შემდეგ გადახვალთ ტყეში და დაიწყებთ პარტიზანულ ბრძოლას.
თქვენ წარმოგიდგენიათ მსგავსი სცენარი როდესაც დგება და მოდის მაღალი რანგის ელჩი და ამას ითხოვს, ამის გააზრება და ამოს დაფიქრება ხომ ყველა გვმართებს?! რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის მხრიდან იყო ძალიან ხისტი პასუხი, რომ მსგავს რამეს, ჩვენ, ჩვენს ქვეყანას არ მოვაწევთ. ანუ, გამორიცხულია! ჩვენ ვიაქნებით ჩვები ქვეყნის სადარაჯოზე და ასეთ კონფრონტაციულ და ძალისმიერ მეთოდებს ვემიჯნებით და ვეწინააღმდეგებით. და პატივცემული გაისტუმრეს უარით.
შემდეგ, რასაც ჰყვება პრემიერი, იწყება მთელი ისტორია..." - განაცხადა ბიზნესმენმა მაკა ცინცაძის გადაცემაში.