"საქართველომ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა. საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი მიეცა, რათა მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარესზე", - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთის კურორტებზე დაგეგმილი მსოფლიო თასები კვლავ უმაღლეს დონეზე ჩატარდება.
“საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით საკმაოდ დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რომ უფრო მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარესზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ სერიას, რომელიც წარმატებულად და ხარისხიანად ჩატარდება მომავალ წლებში. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ქვეყნისთვის, რომელიც საქართველომმოიპოვა”,-აღნიშნა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დაკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართა.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი ასპარეზობდა.
შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებდა, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები იყვნენ: “ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.