21 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.63 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.56 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9516 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.34 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4928 ლარი გახდა.