თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა. რომელსაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.
პროექტის მიხედვით "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება.
კომპლექსი პროექტის მიხედვით 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
"ამ ადამიანების ისტერიას რომ ვხედავ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი პროექტია რაც დედაქალაქში განხორციელდება მომავალში. თავიანთი ტელევიზიებით ცდილობდნენ, რომ ეს პროექტი გამოეცხადებინათ ურბანული გენოციდი და ახალ სიტყვებს იგონებენ. ვალდებულებაში დევს, რომ ლაგუნა ვერე აღდგეს და ეს ისტორიული აუზი ისევ დაუბრუნდეს დედაქალაქის მცხოვრებლებს, ისევ ისარგებლონ ყველა ასაკის ადამიანებმა და იყოს ლამაზი, მოწესრიგებული", - თქვა გლდანის მაჟორიტარმა, კოტე ზარნაძემ.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე "ქართუ ფონდმა" გაყიდა, მფლობელი კი შპს "ნეო სითი დეველოპმენტია". კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის სამგზის მოწვევის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი.