ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, აბაშიძის N41-ში ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან - გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

ჯამში, ვაკეში, ამ დროისთვის 42 ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა. კერძოდ, 15 ლიფტი უკვე განახლდა, 27-ის რეაბილიტაციის პროცესი კი  ამჟამად მიმდინარეობს. 

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებების მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით ხდება. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.