„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) აპრილის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის აპრილში საქართველოში წარმოებული იყო 1,167611 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 7,6%-ით მეტია წინა წლის აპრილში წარმოებულთან (1,085499 მლრდ კვტსთ) შედარებით.

სულ, 2025 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში წარმოებული იყო 3,97682 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 9,9%-ით ნაკლებია წინა წლის იანვარ-აპრილში წარმოებულთან (4,41241 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2024 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 2025 წლის იანვარ-აპრილში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემცირებულია 1,238881 მლრდ კვტსთ-დან 965,629 მლნ კვტსთ-მდე ანუ 22,1%-ით, ქარის ელექტროსადგურის 27,441 მლნ კვტსთ-დან 125,541 მლნ კვტსთ-მდე ანუ 6,9%-ით, ჰიდროსადგურების კი 2,142568 მლრდ კვტსთ-დან 1,825287 მლრდ კვტსთ-მდე ანუ 5,1%-ით.

ოკუპირებულ აფხაზეთს 2025 წლის აპრილში 222,937 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით (179,074 მლნ კვტსთ) 24,5%-ით მეტია. ამასთან 2025 წლის იანვარ-აპრილში ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (987,958 მლნ კვტსთ) წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით (916,575 მლნ კვტსთ) გაზრდილია 7,8%-ით.  

ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2025 წლის იანვარ-აპრილში მოიხმარა იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის (974,463 მლნ კვტსთ) 59,4% ანუ 578,404 მლნ კვტსთ. 2024 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთს იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის (444,993 მლნ კვტსთ) 93,9% ანუ 417,632 მლნ კვტსთ ჰქონდა მოხმარებული.

ოკუპირებულ აფხაზეთს 2025 წლის იანვარ-აპრილში ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან (528,866 მლნ კვტსთ) მიეწოდა 409,554 მლნ კვტსთ ანუ 77,4%.

2024 წლის იანვარ-აპრილში ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან (643,663 მლნ კვტსთ) მიეწოდა 498,943 მლნ კვტსთ ანუ 77,5%.