მატჩის დაწყების წინ სტადიონის შესასვლელთან მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს და პლატფორმა X-ზე ვიდეოს აქვეყნებს ესპანური Marca

ლონდონში, „უემბლიზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სტადიონთან „რეალის" ავტობუსის დასახვედრად შეკრებილ გულშემატკივართა პირველ რიგებში „ბარსელონას" მაისურიანი ფანის ყოფნამ თავგადაკლულ „რეალის" გულშემატკივართა ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათ „ბარსელონას" ფანს ყვირილი და გინება დაუწყეს, რაზედაც მან შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა.

იქვე მყოფმა სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა „ბარსელონას" ფანს შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით აგრეთვე მოუწოდა დაეტოვებინა და საბოლოოდ, აიძულა კიდევაც იგი, დაეტოვებინა შეხვედრის ადგილი.


Marca კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს, რომელზედაც „ბარსელონას" გულშემატკივარი ჩანს და წერს, რომ ფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად „ბარსელონას" სხვა გულშემატკივარიც იყო.


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად „რეალმა" დაახლოებით 133,64 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა და ეს თანხა ახალი სეზონის დასაწყისში გაიზრდება სუპერთასის ფინალში მონაწილეობის და შესაძლოა, სუპერთასის მოგების შემდეგაც.