კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალი სპორტული ფედერაციის - საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და კავშირის დამფუძნებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირისა და სპორტის სამინისტროს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე, აღინიშნა ახალდაფუძნებული კავშირისათვის სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობის შესახებ.


საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირი წარმატებულმა და ცნობილმა მკლავჭიდელებმა დააფუძნეს და ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 6 ივნისს დარეგისტრირდა არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით. ახალი ფედერაციის ყრილობა 29 ივნისს გაიმართება.