ესპანეთის ლა ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

კვლავ წარუმატებლად ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“. მან ამჯერად შინ, „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ წააგო და ხუთი თამაშიდან 2 ფრით და სამი წაგებით სატურნირო ცხრილის ფსკერზე მოექცა.

გიორგი მიქაუტაძემ (flashscore - 6.9) შეუცვლელა ითამაშა.

„ვილიარეალი“ - „ბეტისი“ 1:2(1:1)
გოლები: 29' ჟერარ მორენო 1:0, 39' ხუან კამილი „კუჩო“ ჰერნანდეს სუარესი 1:1, 43' ნათანი 1:2 




მოამზადა რაულ კაპანაძემ