ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა E და H ჯგუფებში.

საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის შეხვედრაში მოლდოვამ სახლში ბოლო წუთებზე შეძლო ფინალურ ეტაპზე გასულ ალბანეთთან შეხვედრაში საპასუხო გოლის გატანა და ბოლო ტურის წინ ფინალურ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი შეინარჩუნა.

მოლდოვა - ალბანეთი 1:1(0:1)
გოლები: 25' სოკოლ ჩიკალეში, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 87' ვლადისლავ ბაბოჰლო 1:1

ალბანეთი 7 4-2-1 12-4 14
ჩეხეთი 6 3-2-1 8:5 11
მოლდოვა 7 2-4-1 7:7 10
პოლონეთი 7 3-1-3 9:9 10
ფარერები 7 0-1-6 2:13 1

დარჩენილი შეხვედრები:
17.11 პოლონეთი - ჩეხეთი
20.11 ალბანეთი - ფარერები 
20.11 ჩეხეთი - მოლდოვა

H ჯგუფში ყაზახეთმა სან-მარინოს სძლია და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა, ფინეთს კი, დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად, ეს შანსი დაკარგული აქვს.

ყაზახეთი - სან-მარინო 3:1(1:0)
გოლები: 19' და 51' ისლამ ჩესნოკოვი 1:0 და 2:0, 60' სიმონე ფრანჩოზი 2:1, 90+2' აბატ აიმბეტოვი, თერთმეტმეტრიანიდან 3:1

ფინეთი - ჩრდილოეთ ირლანდია 4:0(1:0)
გოლები" 40' იოელ პოჰიანპალო, თერრთმეტმეტრიანიდან 1:0, 48' დანიელ ჰოკანსი 2:0, 74' ტეემუ პუკი 3:0, 88' რობინ ლოდი 4:0

სლოვენია 8 6-1-1 17:6 19
დანია 8 6-1-1 17:7 19
ყაზახეთი 9 6-0-3 15:10 18
ფინეთი 9 5-0-4 16:9 15
ჩრდილოეთ ირლანდია 9 2-0-7 7:13 6
სან-მარინო 9 0-0-9 2:29 0

დარჩენილი შეხვედრები: 
17.11 დანია - სლოვენია
20.11 სან-მარინო - ფინეთი
20.11 ჩრდილოეთ ირლანდია - დანია
20.11 სლოვენია - ყაზახეთი