დასრულდა პირველი ტურის შეხვედრები ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში
ბელგიის და კანადის ნაკრები გუნდების შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობას კანადელები ფლობნენ, ბელგიელები კი თავს იცავდნენ და მეტოქის კართან ერთადერთი მომენტი შექმნეს, თუმცა ტაიმი მათ მოიგეს. გოლი პირველი ნახევრის მიწურულს მიში ბატშუაიმ გაიტანა.
კანადამ არაერთი მომენტი, მათ შორის თერთმეტრიანი ვერ გამოიყენა - ალფონსო დევისის დარტყმა ტობი კურტუამ მოიგერია.
შეხვედრის მეორე ნახევარში კანადამ ვერ შეძლო ტემპის შენარჩუნება და მდგომარეობის გამოსწორება. მათ ერთადერთი მომენტი შექმნეს და ტობო კუტრტუა ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ბელგია 1 1-0-0 1:0 3
მაროკო 1 0-1-0 0:0 1
ხორვატია 1 0-1-0 0:0 1
კანადა 1 0-0-1 0:1 0