რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩებზე 61-74-86-92-125კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ ასპარეზობაში

61 კგ წონით კატეგორიაში დავით აბდალაძე საკვალიფიკაციო წრეში უკრაინელ ანდრი ჯელეპთან 1:4 დამარცხდა. უკრაინელი ფინალში გავიდა და დავით აბდალაძე ხვალ რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანმა საკვალიფიკაციო  მოლდოველ ვასილი დიაკონთან 1:12-ზე სუფთად წააგო. მოლდოველი მოჭიდავე ფინალში გავიდა და დავით გოგრიჭიანს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

86 კგ წონით კატეგორიაში დავით კოღუაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ ისმაილ კუკუკსოლაკთან 6:6-ზე მაღალქულიანი ილეთის წესით დამარცხდა (კუკუკსოლაკს 3 ორქულიანი ილეთი ჰქონდა, კოღუაშვილს კი 2) თურქმა მოჭიდავემ ნახევარფინალური შეხვედრა წააგო და დავით კოღუაშვილს რეპეშაჟიდან ბრძოლის გაგრძელების შანსი წაერთვა.

92 კგ წონით კატეგორიაში ანდრო მარგიშვილმა საკვალიფიკაციო წრეში  სომეხი სერგეი სარგსიანი 17:6 დაამარცხა, მეოთხედფინალში შვედ ფარჰად ანოშეჰს 10:0 მოუგო, ნახევარფინალში კი აზებაიჯანელ აბდულჯალილ შაბანოვს საკალათბურთო ანგარიშით, 23:13 სძლია და ხვალ ოქროს მედლისთვის მუჰამედ გიმრისთან იჭიდავებს

125 კგ წონით კატეგორიაში სოლომონ მანაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში პოლონელ იაკუბ ჩერჩაკს 11:0 სძლია, მეოთხედფინალში უკრაინელი ვოლოდიმირ კოჩანოვი 9:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ვახიტ გალაევი 5:2-ზე ბეჭებით გააკრა ხალიჩაზე და გამარჯვება ზედმეტად ემოციურად აღნიშნა. აზერბაჯანელმა მასზე გაიწია, მინაშვილმა დარტყმაზე დარტყმით უპასუხა და საბოლოოდ მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა.

ამ წონაში ოქროს მედალს ხვალ ბულგარელი გეორგ ლიბომიროვ ივანოვი და მეოთხედფინალში სოლომონ მანაშვილთან დამარცხებული უკრაინელი ვოლოდიმირ კოჩანოვი იჭიდავებენ.  ამ უკანასკნელმა ფინალში მოსახვედრი შეხვედრა ვახიტ გალაევთან დამარცხებულ სომეხ  მარტინ სიმონიანს მოუგო

დღესვე გოგა ოთინაშვილმა (65კგ) რეპეშაჟში მოლდოველი ვებიამინ ბორზინი 5:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ჰამზა ზოპალისთან იჭიდავებს.

ბრინჯაოს მედლითვის იჭიდავებენ აგრეთვე ლუკა ღვინჯილია (57კგ) შვეიცარიელ ტომას ეპთან და დავით ფაცინაშვილი (70კგ) ავსტრიელ ბენედიკტ ჰუბერთან.

79 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ვლადიმერ გამყრელიძე ბერძენ გიორგიოს კუგიუმციდისთან იჭიდავებს.