თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარი არქივის შენობასთან არსებულ საწყობს უკიდია. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.