გუშინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთი პირი. თუმცა არ დაუკონკრეტებია პირის ვინაობა.
"ჩვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გავაგრძელებთ ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებების, დეტალებისა და დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დასადგენად. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი". - განუცხადეს "აიპრესს" გენპროკურატურაში.