საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე:
"რაფერც გვიხსნიან, შენობების და მანქანების დაწვა ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა, ხოლო ბარიკადების აღმართვა - ყოველწლიური ნაციონალური ტრადიცია;
ხიდის ძირებში და მეტროს ჩასასვლელებში საბრალო კლოშერები რომ არიან მიყუჟულები და სიცივისგან კანკალებენ, მაგათ თურმე ასეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება მოსწონთ. ისემც მაგათ კრიჟანგ ახლობლებს შეურცხვებათ ცხვირები, მაგრამ რა გაეწყობა და დავუჯეროთ.
მოკლედ ყველაფერი რაც ზემოთ ვთქვით, მაღალი კულტურა და გამოხატვის თავისუფლება ყოფილა!
მაგრამ მაღაზიების ძარცვა და ჭინჭების და ჭუნჭების ტაციაობა ამოტოლა პეროგაყრილი და ფილარმონია ქვეყნისთვის ნამეტანი უხერხულად გამოიყურება.
საქართველოში აქციების მეტი რა გვინახავს, პიროტექნიკის და მოლოტოვების სროლაც ლამის აქ მოგონილია, მაგრამ ქართველი პროტესტანტი მაინც სულ სხვა და სასახელო ვინმე ყოფილა, ქვას ისვრის, შეიძლება კოქტეილიც მიაყოლოს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და მაღაზიის ძარცვას რავა იკადრებს?!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.




