საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის ცხადია საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა.
„საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ ამის სურვილი თუ ამოცანაცა, გასაგებია ირანსა და ამერიკას შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობაც, თუმცა ყველას მიმართ მოწოდება მექნებოდა, საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იყოს გამოყენებული ერთმანეთში ურთიერთობების გასარკვევად. ყველასთვის ცხადია საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა. ამ კრიზისულ სიტუაციაში, ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა თუ სხვა კრიზისებისა და ომების დროს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხშირად ხდებოდა, ხდება და ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც იქნება, ჩვენთვის მთავარია, საქართველომ ყველა ეს პროცესი მშვიდობიანად გაიაროს. ხედავთ, რომ შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით და საუბრებით ამას ვაღწევთ და დღეს წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









