ძალიან მიადვილდება, როდესაც ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე ვსაუბრობ, რადგან ეს ორი სინონიმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაია არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და შემოქმედი იყო.
„ეს ხალხი არის მოძალადე, რომლებიც თავის დროზე, 2003 წლიდან მოყოლებული, ქართველ ხალხს თავზე დაასვეს და ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს. სავარაუდოდ, მათივე ინსტრუქციით იყო ის წამების სისტემა, რომელიც ციხეებში შეიქმნა, არსებობდა ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება. ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასმით, მათი მხარდაჭერით, შექებით, „დემოკრატიის შუქურად“ წარმოჩინებით და ა.შ. მაშინ, სახელისუფლო ელიტას უვიზო მიმოსვლა მისცეს, ახლა ასე ფარისევლურად, დემოკრატიაზე რომ გვესაუბრებიან. მცდელობაა, რომ ხელისუფლებაში მოძალადეები დააბრუნონ, რომლებიც შემდეგ ყველა დავალებას შეასრულებენ. ბაჩო ახალაიას განცხადებას სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მისცემს, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ვინ არის ბაჩო ახალია, მგონი, ბავშვმაც კი იცის. საქმე გვაქვს ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედთან. არანაირი ეჭვი, რომ ამ ადამიანს ხელისუფლებაში ძალადობრივად დაბრუნების სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას არ აქვს. ძალიან მიადვილდება, როდესაც ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე ვსაუბრობ, რადგან ეს ორი სინონიმია. ეს არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და შემოქმედი იყო. ასე რომ, ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










